ხუთშაბათი, 28 მარ 24, 15:19:45
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა

მოგესალმები Гость | RSS
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
მინი-ჩათი
ონლაინ თამაში
სტუმრების საყურადღებოდ:
როგორ დავამატო სიახლე?
რეკლამა
თხოვნების დაფა
რეკლამა
მთავარი » ფაილები » პროგრამები » SKYPE

როგორ წავშალოთ ზედმეტი User-ების ჩამონათვალი Skype-ში.
09 იანვ 10, 11:49:36

ალბათ თქვენი კომპიუტერიდან ბევრი ადამიანი შედის სკაიპიში (ასე ძირითადად ოფისებში ხდება), შესაბამისად Skype-ს ჩართვისას Skype Name ველში თუ ჩამოშლით აუარებელი ჩამონათვალი ჩდება იმ User-ებისა რომლებიც ოდესმე მაინც შესულან მოცემული კომპიუტერიდან სკაიპიში.

არც თუ ისე სასიამოვნო სანახავია უაზროდ ჩაყრილი სხვადასხვა ნიკი, დაწყებული Irakli1-დან დამთავრებული Natuka99-ით

როგორ შეიძლება მოვიშოროთ ზედმეტი სახელები ამ სიიდან? მას ხომ ვერ ჩაავლებთ და Delete-ს ვერ მისცემთ. მაგრამ საქმე არც ასეა, თქვენ წარმოიდგინეთ რომ მისცემთ!

უბრალოდ საჭიროა სხვა გზიდან მოვუაროთ რომელიც არც თუ ისე შორია.

მოკლედ დავიწყოთ:

გათიშეთ სკაიპი (ვიცი რომ ძალიან გიჭირთ თქვენს მეგობრებთან განშორება მაგრამ 5 წუთით მაინც მოასვენეთ ეგ პროგრამა), შემდეგ გახსენით Run ველი (თუ კიდე ვერ ისწავლეთ წინა პოსტის სურათზეა მოცემული ინსტრუქცია , თუ მაინც ვერ გაიგეთ მაშინ გახსენით My Computer-ი ან Internet Explorer-ი და იმის მისამართის ზოლში შეიყვანეთ მოცემული ბრძანება) და ჩაწერეთ შემდეგი: %AppData%\Skype\ დააჭირეთ დიდებულ ENTER-ს და გამოვა სკაიპის სპეციალური ფოლდერი რომელშიც ჩვენი საზიზღარი Skype Name-ბია ჩაყრილი. მოკლედ თითოეულ Skype Name-ს აქვს თავისი ფოლდერი ასე რომ რომელიც ზედმეტია (ან უბრალოდ არ “დაგევასებათ”) მხოლოდ მონიშნეთ და ჩვენებური Delete მიჰგვარეთ.

შემდეგ ისევ ჩართეთ სანატრელი Skype, ამიერიდან ჩვენი Drop Down List-ი სუფთაა ყოველგარი ზედმეტი ნიკებისაგან.

თუ ასე არ მოხდა ე.ი. Restart-ია საჭირო, ჩართვის შემდეგ ყველაფერი რიგზე იქნება.

სულ ესაა რაცაა..

P.S. Irakli1 და Natuka99 უბრალოდ პირობითადაა მოფიქრებული და თუ სინამდვილეში რომელიმე თქვენგანის ნიკი აღმოჩნდა ნუ მიწყენთ, ცუდი არაფერი მითქვამს